ზოგადი ინფორმაცია
ბლოგი შექმნილია პროექტის „ევროპული კლუბები საქართველოში“ ფარგლებში კლუბის კოორდინატორების მიერ და მისი მიზანია პროექტის მონაწილე მოსწავლეთა მხარდაჭერა. კერძოდ, ბლოგის საშუალებით გვსურს 58-ე სკოლის ევროპული კლუბის “ევრომოგზაური 58“-ის წევრებს მივაწოდოთ მრავალფეროვანი და სასარგებლო ინფორმაცია/რესურსები, რაც მათ დაეხმარებათ კლუბის საქმიანობასა და დაგეგმილი აქტივობების მომზადებაში.
ბლოგის მართვა
ბლოგზე მარტივი ნავიგაციისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ინსტრუმენტი, რის შესახებაც გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას:
1. ბლოგის ზედა ნაწილში ბანერის ქვემოთ ჰორიზონტალურად წარმოდგენილია 5 გვერდი (მთავარი, ბლოგის შესახებ, პროექტის შესახებ, ევროპული კლუბი, კონტაქტი), რომლის საშუალებით გაეცნობით ძირითად ინფორმაციას ბლოგის, პროექტისა და ევროპული კლუბის შესახებ. გარდა ამისა, იხილავთ სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;
2. გვერდების ქვემოთ არის პოსტები, რომელიც წარმოადგენს ბლოგის ძირითად ნაწილს, სადაც, კლუბის წევრებისთვის, განთავსებულია მრავალფეროვანი და სასარგებლო ინფორმაცია/რესურსები;
3. პოსტების მარჯვნივ ზედა ნაწილში წარმოდგენილია „ძიების“ სამი ინსტრუმენტი: 1) „ძიება“, 2) „თემატური ძიება“ და 3) „პოსტების არქივი“. პირველი ინსტრუმენტში პირდაპირ ჩაწერთ საძიებო სიტყვას და იგი მოგიძებნით ყველა პოსტს, სადაც ნახსენები იქნება თქვენს მიერ ჩაწერილი სიტყვა/სიტყვები. მეორე ინსტრუმენტი წარმოადგენს თემატური ძიების საშუალებას, რაც ძალიან მოსახერხებელია. მაგალითად, კატეგორიაზე - „ეროვნული დღესასწაულები“ დაჭერის შემთხვევაში გიჩვენებთ ყველა პოსტს, სადაც საუბარია რომელიმე ევროპული ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე. მესამე საძიებო სისტემა კარგი საშუალებაა ქრონოლოგიურად გაეცნოთ გამოქვეყნებულ პოსტებს;
4. .„ძიების“ ინსტრუმენტების ქვემოთ არის ე.წ. „გაჯეტები“, რომელთა გამოყენებით გადავდივართ, ძირითადად, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.
No comments:
Post a Comment